საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი, 19 წლის ლამია ალახვერდიევა ძლიერი დამწვრობით საავადმყოფოში დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.
შემთხვევა თბილისში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
არსებული ცნობებით, სამზარეულოში გაზმა გაჟონა და აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდამ სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო.
მიუხედავად ექიმების მცდელობის, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ალახვერდიევა თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.




