ბოლნისის სოფელი ხახალაჯვარში დედამ 7 წლის ბავშვი მოკლა. შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა და დანით 9 ჭრილობა მიიყენა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადარჩენა მოხერხდა.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ დედა დააკავა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით 109 -ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში, არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




