გაერომ მიგრაციის მარშრუტებზე დაღუპულთა შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მსოფლიოში დაახლოებით 7 900 მიგრანტი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. არსებობს ვარაუდი, რომ ამ რიცხვს კიდევ 1 500 ადამიანი ემატება, რომლებიც ამ დრომდე გარდაცვლილად ითვლებიან.
„2025 წელს დაფიქსირებული თითქმის 8 000 გარდაცვალების ფაქტი იმ გლობალური პრობლემის გაგრძელება და გაუარესებაა, რომელიც ამ ტრაგედიების აღკვეთას გულისხმობს“, — ნათქვამია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ყოველწლიურ ანგარიშში.
ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წლიდან დღემდე, მსოფლიოში მიგრაციისას 80 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დაღუპულთა რეკორდული მაჩვენებელი - 9 200 შემთხვევა დაფიქსირდა.
მიმდინარე წლის მონაცემების კლება ნაწილობრივ დაკავშირებულია არარეგულარულ და სახიფათო მარშრუტებზე მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებასთან, განსაკუთრებით ამერიკის კონტინენტზე.
თუმცა, სტატისტიკის შემცირება შესაძლოა გამოწვეული იყოს იმ ფინანსური შეზღუდვებითაც, რომლებიც ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს დაუწესდათ. სწორედ ეს ორგანიზაციები ახდენდნენ მთავარ საიმიგრაციო მარშრუტებზე გარდაცვალების შემთხვევების დაფიქსირებას, რესურსების სიმცირე კი რეალური სურათის ასახვას აფერხებს.




