ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციისთვის საპროექტო კონკურსი გამოაცხადა.
პროექტის მიზანია კომპლექსის ისტორიული იერსახისა და ავთენტურობის დაცვა, დაზიანებული ნაგებობების აღდგენა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.




