საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში  ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ივლისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, მამა-შვილს შორის, მათსავე საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე  მომხდარი კონფლიქტისას, შვილმა თავის არეში რკინის ძალაყინის რამდენჯერმე ჩარტყმის გზით მოკლა მამა, რის შემდეგაც გვამი სახლის ეზოში დამარხა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში - ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.