ქალაქ ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში, მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 27 თებერვალის ჩათვლით სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს.

შეხვედრებში მონაწილეობას სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი და ეროვნული პროექტის (GEO9020) კოორდინატორი ვლადიმერ თვალიაშვილი იღებენ.

შეხვედრის ფარგლებში, პარალელურ სესიებად დაგეგმილია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პროექტის მართვის ოფიცრებთან საკონსულტაციო შეხვედრები, სადაც ეროვნულ პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.

აღსანიშნავია, რომ, 2026 წლიდან, საქართველოს დაუმტკიცდა სამი ახალი ეროვნული პროექტი, რომლებიც მხარდაჭერილია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ. აღნიშნული პროექტებია:

GEO9020 4 წლიანი პროექტი - რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება.

GEO5002 3 წლიანი პროექტი  - საკვებში დამაბინძურებლების მონიტორინგისთვის ლაბორატორიული ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება.

GEO9021 4 წლიანი პროექტი  - რადიაციული უსაფრთხოებისთვის ეროვნული მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის გაძლიერება.

ეროვნული პროექტების ჯამური ბიუჯეტი 1,5 მილიონი ევროს შეადგენს.