ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილეებთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
სოფელ საიმედოში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სტადიონის ღობე, დაიგება ხელოვნური საფარი და განთავსდება განათების ლამპიონები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ როხის საჯარო სკოლაში.
სკოლების ფონდის ბიუჯეტიდან, როხის საჯარო სკოლის ეზოს, საკლასო ოთახების და სპორტდარბაზის კეთილმოწყობა განხორციელდება.
ინფორმაციას ბაღდათის მერია ავრცელებს.




