გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მეხი ჩამოვარდა. 

შემთხვევა დღეს  გამთენიისას, დაახლოებით 6:00- ზე მოხდა. მეხი სოფლის ცენტრში ნაძვს დაეცა, რის გამოც დროებით გადაიკეტა თელავი-გურჯაანის ცენტრალური საავტომობილო გზა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის შედეგად დაზიანდა  ახლოს მდებარე მაღაზიის მინები და სათამაშო აპარატები. 

ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის მაშველები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.