ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგის პროცესი, კიდევ უფრო გამჭვირვალე ხდება.

კონტროლის პროცესის სრულყოფისა და ობიექტურად აღრიცხვის მიზნით, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ სპეციალისტები სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვა.

ახალი სისტემა უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის ვიდეოფიქსაციას, მგზავრთა უფლებების დაცვასა და  სპეციალისტების საქმიანობის მეტ გამჭვირვალობას.

მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებამ, მიმდინარე წელს მუნიციპალურ ტრანსპორტში  საფასურის გარეშე გადაადგილების 5265 შემთხვევა გამოავლინა.

შეგახსენებთ, რომ მგზავრი ვალდებულია მგზავრობის საფასური ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს.