დედაქალაქის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელს ვახტანგ სურგულაძეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლების დროს ბევრი რამ გაკეთდა.
როგორც ბექა მიქაუტაძემ აღნიშნა, მაშინ როცა ევროპაში ათეული წლები ზრუნავდნენ შშმ პირებისთვის და მათთვის შესაბამის პირობებს ქმნიდნენ, ჩვენთან კომუნისტური რეჟიმიდან მოყოლებული არც ერთი ხელისუფლების დროს ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.
,,სწორედ ჩვენი ხელისუფლება უწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას.
მაშინ როდესაც გლდანის რაიონის გამგებელი გახლდით, არც ერთი კორპუსი არ იყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული და პირველი ასეთი ლიფტი ჩვენ გავაკეთეთ.’’-განაცხადა ბექა მიქაუტაძემ და აღნიშნა, რომ შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ქვეყანაში არც ერთი პროექტი არ კეთდება.
მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის პირობებში არაერთი შშმ პირი დასაქმდა, უსინათლოებისთვის კი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები შეიქმნა.
,,რაც შეეხება უკვე არსებული პროექტებს, თუ სურვილი გაქვთ, ვისაუბროთ, შევთანხმდეთ და კიდევ უფრო დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ’’,- მიმართა ბექა მიქაუტაძემ ოპოზიციას.




