საქართველოს ტურისტული მიმართულება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით გამართულ ფორუმზე პირველ ადგილზე დასახელდა. საქართველომ ნომინაციაში „საუკეთესო აღმოჩენა“ გაიმარჯვა.

“m&i Transatlantic Vienna 2026”-ის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინიატრაცია მონაწილეობდა.  ფორუმზე ადმინიატრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი.

ფორუმის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინიატრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებმა შეხვედრები გამართეს წამყვანი ევროპული და ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც ბიზნეს ტურიზმის მიმართულებით მუშაობენ.

“m&i Transatlantic Vienna 2026”-ზე გამართული შეხვედრების შემდეგ მონაწილეებმა ტურისტული მიმართულებები და ორგანიზაციები შეაფასეს.  საერთაშორისო წამყვანი კომპანიების გადაწყვეტილებით ხმების უმრავლესობა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ მიიღო. 

“m&i Transatlantic Vienna 2026”-ზე უცხოური კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს საქმიანი ტურისტული პოტენციალით,  საქართველოში მსხვილი ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და კონფერენციების მოწყობის შესაძლებლობით.