ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შესაბამისი ხელშეკრულება, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა.
მომსახურების შესრულების ვადად 8 თვე განისაზღვრა.
ბოლნისის თანამედროვე სტანდარტების ბუნებრივსაფარიანი სტადიონი 4500 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა საფეხბურთო მატჩებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს რაგბის თამაშებისთვისაც.




