საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს , რომ„ნაციონალური მოძრაობა“ 3 ოქტომბრის რამდენიმე საარჩევნო ოლქში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს იმიტომ, რომ ელემენტარული მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. 

„ძალიან მარტივი ტყუილი, თითიდან გამოწოვილი ამბავია. 2012 წლის არჩევნებმა დაამტკიცა, რომ როდესაც არსებობს ხალხის ნება, მას წინ ვერაფერი დაუდგება. ახლა ნულს ქვემოთ სარეიტინგო პოზიცია გააჩნიათ, რაც თავად ძალიან კარგად იციან. ათას ტყუილს მოიგონებენ თავის გასამართლებლად, მაგრამ სიმართლე ეს არის – მათი ნდობა პრაქტიკულად ნულთან არის, ისევე როგორც, საერთოდ, აგენტურული ოპოზიციის, ისევე როგორც აგენტობის ნდობა საქართველოს მოსახლეობის თვალში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.