„ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ და ანალიზმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოქმედების მართებულება, სწორად გადადგმული ნაბიჯები მშვიდობის შენარჩუნების, დემოკრატიის განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კანონის უზენაესობისა და სხვა უამრავი მიმართულებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ამ ქმედების შედეგია, რომ საქართველო კეთილდღეობის, თავისუფლების პარამეტრებით ასწრებს ევროკავშირის ქვეყნებსაც კი, არათუ მხოლოდ კანდიდატ სახელმწიფოებს. საქართველო რეიტინგში საკმაოდ მაღალ ნიშნულს იკავებს. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატიის ქმედებები და შეტევა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, თითიდან გამოწოვილია, ემსახურება არა ევროკავშირის ინტერესებს, არამედ სხვა გარე ძალების მიზნებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.