ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსო

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.
საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა პროექტის დეტალები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს- ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.