ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის წინამძღვარი, თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე აცხადებს რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ვევედროთ წმინდანის რანგში.
პატრიარქი არის მეოხი ჩვენი, მთელი საქართველოსი და პატივი ვცეთ მის სიტყვას და მის საქმეს. შესაბამისად ვენდოთ ქრისტეს წმინდა ეკლესიას და ვენდოთ მის დანატოვარ დანატოვარს, რაც უპირველეს ყოვლისა ვლინდება უმაღლეს იერარქიაში და სამღვდელოებაში. ნუ ამ ლიბერალურმა შემოტევა ბევრ ადამიანში ეჭვი გააჩინა, რომ ეს მართლა რუსეთის აგენტია... ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. ერთდროულად მაბრალებდნენ რომ ვიყავი რუსეთის აგენტი და ამერიკის აგენტი, რომ თმებს ვიღებავდი და ათასი რამე.
ყველას, ვისაც ამგვარი რამ უტრიალდება ძალიან გთხოვთ, ნუ აკეთებთ ამას - განკითხვა არის უმძიმესი ცოდვა და მით უმეტეს როცა განიკითხავ ყველაზე საკრალურს, ეკლესიას, რომლითაც არსებობს საქართველო.სხვა საქართველო ხო არ არსებობ?! გრიგოლ ხანძთელის "ქართველი ცხოვრება" წაიკითხეთ, რა არის საქართველოს განმარტება და ამიტომ... პატრიარქმა აი ეს დაგვიტოვა და თან ასეთი იმედიანი სიტყვები თქვა. ჩემს მერე ვინც იქნება, ისინი ჩემს მერე ჩემზე უკეთესად გააკეთებენო. გესმით? იმედიანად დატოვა ყველაფერი და თუ ჩვენ პატრიარქი გვიყვარს და თუ ჩვენი პატრიარქის სიყვარული რაღაცა ემოციები, უბრალოდ თუნდაც უანგაროდ ან არამედ ნამდვილია, სიყვარული ხომ ნებელობითი აქტია, ეს ნებელობა გამოვიჩინოთ და პრინციპულად გავუდგეთ პატრიარქს გვერდში იმით, რომ მისი დაწყებული საქმე გავაგრძელოთ, ეკლესია გავაძლიეროთ, მის არჩევანს პატივი ვცეთ, ყურადღება მივაქციოთ მის უმაღლეს იერარქიას, მის სამღვდელოებას თუ რას გვასწავლიან, რომ ქრისტეშია ცხოვრება. დიახაც ამას გვასწავლიან ზუსტად და მე ვფიქრობ, რომ თუ ასე გავაგრძელებთ და და თუ ერთად კიდევ, აი ამ მდგომარეობამ, პატრიარქის უფალთან წასვლამ მოგცა შესაძლებლობა გაერთიანების.
ამას ხომ გრძნობთ, დღეს ხო აი პოლიტიკური მტრებიც ერთმანეთის გვერდზე ვდგავარ, დღეს ხო შეიძლება მიხვდეს ადამიანი, რომ პოლიტიკური შეხედულებები, გინდა ეს გლობალური იყოს, არ შეიძლება ქრისტეს გაუთანაბრო. მით უმეტეს მის ზემოთ დააყენო და დღეს გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა ერთმანეთის სიყვარული გავიხსენოთ და ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ, ერთმანეთს ვაპატიოთ და ერთიანად ვაშენოთ ქრისტიანული საქართველო, როგორიც პატრიარქს ჰქონდა წარმოდგენილი და უყვარდა და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ, აი მერე მეშინია მე უკვე განსაცდელები. იმიტომ რომ ასე ხდება ხოლმე, როცა ღმერთი გაძლევს შესაძლებლობას და არ იყენებ და ახლა, ჯერ იმედი მაქვს რომ ამ შესაძლებლობას, გაერთიანებისა და ურთიერთმიტევების გამოვიყენებთ, რომელიც ყველა რანგში, ყველა სფეროში გამოაჩენს თავს. მათ შორის, იმედი მაქვს პოლიტიკაშიც. ამ ეტაპზე იმედი ვარ.
ჩვენ შეგვიძლია პატრიარქს ვევედროთ, როგორც წმინდანს, ილოცოს ჩვენთვის, მეოხი იყოს ღვთის წინაშე - ამის უფლება გვაქვს ჩვენ." - განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ გადაცემაში "შუა დღე".
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.
22 მარტს, ილია მეორეს ანდერძის მიხედვით, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.




