ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიიღო გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივების შესახებ, ვიდრე ირანის წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები არ დასრულდება.
"იმის საფუძველზე, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის გახლეჩილი, რაც მოულოდნელი არ არის და ფელდმარშალ ასიმ მუნირისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფის მოთხოვნით, ჩვენ მოგვმართეს თხოვნით, შევაჩეროთ ირანზე თავდასხმა მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ. ამიტომ, მე მივეცი მითითება ჩვენს სამხედროებს, გააგრძელონ ბლოკადა და ყველა სხვა ასპექტში დარჩნენ მზადყოფნაში და შესაბამისად, გავაგრძელებთ ცეცხლის შეწყვეტას მანამ, სანამ მათი წინადადება წარდგენილი იქნება და დისკუსიები დასრულდება, ასე თუ ისე" - წერს დონალდ ტრამპი.




