ინტენსიური ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა კახეთის რეგიონში. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში მოსახლეობის ნაწილს ეზოები და სარდაფები დაეტბორა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.

გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც. მნიშვნელოვნად მოიმატა წყლის დონემ მდინარე ბელექანჩაიში, რომელიც ალაზნის ერთ-ერთი შენაკადია. სოფელ ერისიმედში წყალი გარკვეულ ტერიტორიაზე გადავიდა.

მეტეოროლოგები უამინდობას რეგიონში 9 ივლისამდე პროგნოზირებენ.