ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ერისთავის ჩიხი N16-თან მდებარე 3-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსისთვის საერთო სარგებლობის კიბე ეწყობა.

პროექტის ფარგლებში, 8 მეტრი სიმაღლისა და 5 მეტრი სიგრძის რკინის კონსტრუქცია დამონტაჟდება, ასევე, 36-საფეხურიანი მოზაიკის კიბე. მისამართზე ბეტონის საფუძველი უკვე ჩაისხა. ამ ეტაპზე, კიბის საფეხურების მონტაჟი მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა მაისურაძესთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში 80 000 ლარია გათვალისწინებული.