თბილისში მიმდინარე ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ფინალური შეხვედრა ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში. ფინალურ შეხვედრაში ეთერ ლიპარტელიანმა ისრაელელი ტიმნა ნელსონ ლევი იპონით დაამარცხა ევროპის ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ეთერ ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ ისტორიული გამარჯვება პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიუძღვნა.
"პატრიარქს შევპირდი, რომ ეს ოქროს მედალი იქნებოდა მის სახელზე... ბოლო 15 წამი იყო დარჩენილი და პატრიარქს ვთხოვე - გთხოვ, მინდა, რომ შენს სახელზე ოქროს მედალი მოვიპოვო-მეთქი, დაღლილი ვიყავი, მაგრამ ვიგრძენი, რომ უსაზღვრო ძალა წამოვიდა," - განაცხადა ეთერ ლიპარტელიანმა.




