საქართველოში ევროკავშირის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გზვნიოლს აქვეყნებს.
"დღეს ვიხსენებთ საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტრაგიკულ ოკუპაციას.
საბჭოთა მმართველობამ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარება შეაფერხა, თუმცა ვერ აღმოფხვრა ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში.
ამ დღეს ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული საფუძვლების მიმართ." - წერს ევროკავშირის საელჩო.




