კონკურსი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა და მისი მიზანი მოზარდებში სახელმწიფოებრივი აზროვნების ხელშეწყობა, ისტორიული მეხსიერების გაღრმავება, ასევე შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა იყო.
კონკურსის გამარჯვებულები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ დააჯილდოვა.
"უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სიტყვები: ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია, რომლებიც პასუხისმგებლობასა და ზნეობრივ არჩევანს გულისხმობს. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეძლეს ამ მრავლისმთქმელი სიტყვების გააზრება და ერთმანეთთან დაკავშირება. მადლობას ვუხდი კონკურსის თითოეულ მონაწილეს, ასევე პედაგოგებსა და მშობლებს ასეთი გამორჩეული მოსწავლეებისა და შვილების აღზრდისთვის“ -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
კონკურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს მერის მოადგილემ გია კვასტიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სერგო კირკიტაძემ.
ესეების კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი მარიამ გამეზარდაშვილი (ფარცხანაყანევის N 1 საჯარო სკოლა) გახდა. მეორე ადგილი მარიამ კოვზირიძეს(ქალაქ წყალტუბოს N 1 საჯარო სკოლა) ერგო, ხოლო მესამე - მარიამ ჯანელიძემ( ტყაჩირის საჯარო სკოლა) დაიკავა.
განსაკუთრებული შემოქმედებითი სააზროვნო უნარების გამოვლენისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ: თამარ გუბელაძე (ფარცხანაყანევის N 1 საჯარო სკოლა), ლუკა ჩაჩუა (მაღლაკის N 1 სკოლა) და ანასტასია კორკოტაძე(-მართლმადიდებლური სკოლა -გიმნაზია), მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცა კონკურსის ყველა მონაწილეს.
ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა მართვის განყოფილების, ასევე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.




