ჩვენი გეგმაა მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესება, პენსიების გაზრდა, ოცნების კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ იმ პრობლემებზე ვკონცენტრირდებით,რაც ჩვენ მოქალაქეებს აწუხებთ. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დღეს მადიართან დატოლებას ცდილობენ - მათი გეგმები საზოგადოებამ ნახა - მათი გეგმები იყო პროვოკაციული რევოლუციური სცენარები, რაც ოთხი ოქტომბრის სახით შესთაავაზეს ჩვენს მოქალაქეებს. მათი გეგმა არასდროს ყოფილა არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება - არამედ პროვოკაციული რევოლუციური სცენარები. - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" პარტიის წარმომადგენელმა საკანონმდებლო ორგანოში გიგა ფარულავამ, დღევანდელ საპარლამენტო სხდომაზე განაცხადა.
" ამიტომ, ჩვენ არ გვაინტერესებს მათი გეგმები.ჩვენ თანმიმდევრულად ვნუშაობთ ჩვენი გეგმების შესასრულებლად.
ოცნებას რაც შეეხება - უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამო ოცნება ალბათ ჯერ შოკიდან არ გამოსულა.
რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას - ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმაზე მაღლა დგას, ვიდრე ეს ოცნების და ორბანის პოლიტიკური თანამშრომლობა შეიძლება ყოფილიყო. უნგრეთსა და საქართველოს შორის, ბუნებრივია სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გაგრძელდეს." - განაცხადა გიგა ფარულავამ.




