პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის გადასაწყვეტია. ბუნებრივია, ჩვენ სინოდის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

„ყველა მხარემ, ოპოზიციამ, მთავრობამ თავი უნდა შეიკავონ ამ საქმეში ჩარევისგან. რატომ არ ხდება თავშეკავება, იმ ადამიანებს უნდა ვკითხოთ, ვინც ამ საქმეში ჩარევისგან თავს ვერ იკავებს. ამ საქმის პოლიტიზირებისგან ან ჩარევისგან თავი ყველამ უნდა შეიკავოს“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.