მსურს გამოვეხმაურო ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც კონკრეტული პირის მიერ ორჯერ გაჟღერდა ჩემი ძმის სახელი და გვარი, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის. - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხახუბია სოციალურ ქსელში წერს. 

მკაცრად მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ჩემი ძმის ხსოვნას, პატივი სცენ ჩემი ოჯახის ტრაგედიას და ჩემი ძმის ტრაგედიას ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის! - წერს ხახუბია.