საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ქუნ ჩენთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მიმდინარე ინიციატივები გააცნო.
გივი მიქანაძემ UNESCO-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, აღნიშნული პარტნიორობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის თვალსაზრისით, რაც ხელს უწყობს განათლების სისტემის ხარისხის, ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის ზრდას.
ქუნ ჩენმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები და ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოთქვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში და UNESCO-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ყურაშვილმა.