"რატომღაც ევროკავშირის ელჩი კითხვებს არ პასუხობს და გამობრძანდეს და საზოგადოებას აუხსნას, ეს ის კომიკური ფიგურაა, რომელზეც გვეუბნებოდა, საქართველოს გადაარჩენს და აირჩიეთო? – პაველ ჰერჩინსკო ევროკავშირის სახელით გვესაუბრებოდა და იუსტიციის მინისტრთან 27 ელჩი გააგზავნინა. სააკაშვილს საკუთარი პარტიის წევრებიც კი დაუპირისპირდნენ და დასცინია. ორიგინალი სააკაშვილი რომ იძინებს და მისი ავატარი იღვიძებს, მაინტერესებს, ჰერჩინსკის პასუხი – „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველმა ვის უნდა დაუჯეროს, ორიგინალ სააკაშვილს თუ ავატარს? ეს არის სამწუხარო რეალობა." - ამის შესახებ დეპუტატმა, პარტია "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.
"რაღაც ტერიტორია გამოვყოთ, მიხეილ სააკაშვილს რაღაც სპექტაკლი დავუდგათ, რომ თავად არის ფარაონი, პატრიარქი, პრეზიდენტი, პრემიერი, ბელადი, ნელსონ მანდელაც – ვინც თავად უნდა, ყველა არის. მას ასეთი სტატუსი მივცეთ, სადღაც რაღაც ტერიტორია გამოვუყოთ. პრინციპში, უკვე გამოყოფილიც აქვს და ახლა მის ავატარს გამოვუყოთ ტერიტორია, სადაც სააკაშვილი ის იქნება, რაც თავად უნდა იყოს. მაგალითები ხან პიესიდან მოჰყავს, ხან ისტორიული და ამ ადამიანზე სერიოზულად როგორ ვისაუბრო? – ქვეყნის შიგნით და გარეთ გვეუბნებოდნენ, რომ ეს ის ბელადი იყო, რომელმაც პროდასავლური პარტია შექმნა და როგორ შეიძლება, „ნაცაგენტურაზე“ და მის ბელადზე სერიოზულად ვისაუბროთ. ამ ადამიანს მავზოლიუმი გაუხსნეს, სულის გამოძახება აქვთ. მეტი რა შეიძლება ფარაონს მეტი ჰქონდეს, რომელსაც თავი ლიდერად მიაჩნია, რელიგიურად და სახელმწიფოებრივად?“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: ჩათვალეთ რომ პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, ხოლო მისი ხელის მთხოვნელები ქართველი "ოპოზიციონერები", რომლებიც ხვდებიან რომ პენელოპას მე უფრო შევესაბამები