იაპონიაში 48 წლის მამაკაცმა 7 წლის შვილი ფუჯის მთაზე, ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე, რამდენიმე საათით მარტო დატოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბავშვი წვიმასა და ნისლში, სკამზე მჯდომი იპოვეს. მას თან მხოლოდ გამაგრილებელი სასმელი და წასახემსებელი ჰქონდა.
როგორც მედია წერს, ბავშვს გზაზე დაღლა დაეტყო, რის შემდეგაც მამამ უთხრა, რომ დალოდებოდა, თავად კი უფროს შვილთან ერთად გზა განაგრძო. მოგვიანებით, მარტო დარჩენილი ბავშვი მთის ქოხის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და პოლიციას შეატყობინეს. მამას კი ბავშვისგან დაახლოებით 3 საათის სავალ მანძილზე მიაგნეს.
შემთხვევის გამო პოლიციამ მამაკაცი მკაცრად გააფრთხილა. მოგვიანებით მან მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.