საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ  სურენ პაპიკიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

კობახიძის თქმით, განიხილეს თავდაცვის სფეროში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი. 

„შევხვდი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს.  
განვიხილეთ თავდაცვის სფეროში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი და გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით“, -  აღნიშავს პრემიერი.