მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგიოზელ გულმანოვას, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
პრემიერი აღნიშნავს, რომ შეხვედრისას განხილული იყო საქართველოსა და თურქმენეთის პარტნიორობის გაძლიერების გზები.
„განვიხილეთ საქართველოსა და თურქმენეთის პარტნიორობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაფართოების გზები სტრატეგიულ სფეროებში, რაც რეგიონული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
Pleased to host H.E. Dunyagozel Akmuhammedovna Gulmanova, Chairperson of the Mejlis of Turkmenistan, on her first official visit to Georgia. We discussed ways to elevate the 🇬🇪-🇹🇲 partnership and expand cooperation in key strategic areas, with a view to unlocking new… pic.twitter.com/KwNDu2u0Sj
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) February 24, 2026




