ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას, ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას, ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას, ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას, ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან. აქედან გამომდინარე, მომავალშიც ძალიან პრინციპული პოლიტიკით გაგრძელდება მუშაობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.