ყველა ის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება, ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ახალ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს - ყველა მიმართულებით გვექნება ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, მუშაობა ყველა მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება.
„ყველა ის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება. ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ახალ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. ყველა მიმართულებით გვექნება ცვლილებები, გვექნება განახლება, განვითარება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ყველა მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ“, - განაცხადა პრემიერმა.




