ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო, ნათქვამია - უკვე ძალიან ღიად ჩანს, რომ  განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, "ოცნების" მთავარი და მგონი ერთადერთი სამიზნეც გახდა "ლელო -  ძლიერი საქართველო". დღე არ გავა, რომ კონკრეტულად "ლელოს"  მისამართით "ოცნებამ" არ სცადოს ცილისწამება და თავდასხმა.- ამის შესახებ "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს. 

"შეგახსენებთ, "ოცნება" არის პარტია, რომელიც თავად აღიარებს. რომ არის ბოლომდე კორუმპირებული, ფულს შოულობენ ქოლ ცენტრებით, ნარკოტრეფიკით, კორუფციით და შემდეგ ამ ფულის გადანაწილებისთვის მაფიოზურად არჩევენ საქმეებს.

გასაგებია, რომ მათ სურთ ქართველი ხალხი დანებდეს, არ შეეშალოს ხელი მათ კორუფციაში, ნარკოტრეფიკში და ქვეყნისთვის მომავლის წართმევაში, მაგრამ "ლელო" აპირებს იბრძოლოს ბოლომდე. 

ზუსტად "ლელოს" ამ გადაწყვეტილებების და ქმედითი ნაბიჯების გამო ვხედავთ "ოცნების" ისტერიკას "ლელოს" წინააღმდეგ. შემიძლია გითხრათ. რომ ჩვენი მხრიდანაც მათ წინააღმდეგ ზეწოლა მხოლოდ გაძლიერდება და თბილისი აუცილებლად გახდება ევროპული დედაქალაქი!" - წერს ირაკლი კუპრაძე.