ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის გარდაცვლილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის მომდევნო თვეში დაკრძალავენ.

მისი დაკრძალვის ცერემონია ირანის დედაქალაქში, თეირანში 4 ივლისს დაიწყება და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში 9 ივლისს დასრულდება.

როგორც ცნობილია, ხამენეის ცხედარს მაშჰადში იმამ რეზას სალოცავში დაკრძალავენ, რომელიც შიიტი მუსლიმებისთვის ერთ-ერთი უწმინდესი ადგილია.

ცნობისთვის, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი შეტევის პირველ დღეს დაიღუპა, როდესაც თეირანში მის რეზიდენციაზე თავდასხმა განხორციელდა. სულიერი ლიდერის დაკრძალვა საომარი მოქმედებების გამო გადაიდო.

ალი ხამენეის მემკვიდრე მისი ვაჟი – მოჯტაბა ხამენეი გახდა, რომელიც თანამდებობის დაკავების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი