აშშ-მა იუნესკოს გენერალურ მდივანს ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც დეპარტამენტი აცხადებს, იუნესკო-ში მონაწილეობის გაგრძელება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში არ შედის.
„იუნესკო მუშაობს უთანხმოების გამომწვევი სოციალური და კულტურული საკითხების წინ წასაწევად და ზედმეტ ყურადღებას ინარჩუნებს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების მიმართ, რომლებიც საერთაშორისო განვითარების გლობალისტურ, იდეოლოგიურ დღის წესრიგს წარმოადგენს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საგარეო პოლიტიკას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.
იუნესკო-ს გადაწყვეტილება „პალესტინის სახელმწიფოს“ წევრ სახელმწიფოდ მიღების შესახებ უაღრესად პრობლემურია, ეწინააღმდეგება აშშ-ის პოლიტიკას და ხელს უწყობს ორგანიზაციაში ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკის გავრცელებას. საერთაშორისო ორგანიზაციებში აშშ-ის მონაწილეობის გაგრძელება ფოკუსირებული იქნება ამერიკული ინტერესების მკაფიოდ და დამაჯერებლად წინ წამოწევაზე“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, იუნესკო-ს წესდების მე-6 მუხლის შესაბამისად, აშშ-ის გასვლა ორგანიზაციიდან 2026 წლის 31 დეკემბერს შევა ძალაში. ამ ვადამდე აშშ რჩება იუნესკო-ს სრულუფლებიან წევრად.