იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, 2026 წლის 12 მარტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირებს, ტყიბულის მერიის მომართვის საფუძველზე,  შეუძლიათ ერთჯერადად უფასოდ მიიღონ: 

- პირადობის ელექტრონული მოწმობა (იმავე დღეს);

- საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი (თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაზარალებულ პირს 12 მარტისთვის უფიქსირდებოდა მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის ფლობა);

- სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მათ შორის, დაბადებისა და ქორწინების განმეორებითი მოწმობები.

 სტიქიით დაზარალებული მოქალაქეები ასევე გათავისუფლდებიან მომსახურების საფასურისაგან, თუ დოკუმენტების გაცემისას საჭირო გახდება სამოქალაქო აქტების ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანა.