აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, პრეზიდენტი ტრამპი შესაძლო სცენარებს ჯერ კიდევ განიხილავს, პარალელურად კი ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის მიზნით არაპირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თუმცა, შიდა წყაროების ცნობით, თეირანმა ურანის გამდიდრების შეჩერებაზე უარი განაცხადა, რაც აჩენს შიშს, რომ დიპლომატიური ძალისხმევა შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს. 

ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ არ აპირებს მრავალწლიან ახლოაღმოსავლურ ომში ჩართვას და ნებისმიერი ოპერაცია მკაცრად განსაზღვრული და მიზანმიმართული იქნება.