კახეთში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 70 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. 

"აიპრესის" ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი ტაქსის მძღოლია. 

შსს-ს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია და გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის  137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს  და სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ გულისხმობს.