ამერიკელი სუპერმოდელის, სინდი კროუფორდის ვაჟი, ცნობილი მოდელი პრესლი გერბერი კვირას, 20 სექტემბერს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 ინფორმაცია ამერიკულ მედიას რამდენიმე გადამოწმებულმა წყარომ დაუდასტურა.

ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ცნობით, გარდაცვალების მომენტში გერბერი სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ტრაგედიის ზუსტი მიზეზი ოფიციალურად არ გასაჯაროებულა.

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, პრესლი გერბერი ბოლო წლებში ღიად საუბრობდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაზე.

2023 წელს ერთ-ერთ პოდკასტში მან აღნიშნა, რომ საკუთარი ცნობადობის გამოყენება ამ პრობლემების პრევენციისა და სხვების დახმარებისთვის სურდა.