ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება. პროექტის ფარგლებში აშენდება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, სადაც განთავსდება დიდი და საბავშვო აუზები, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზები, მწვრთნელთა, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები. შენობაში ასევე მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი, კვების პუნქტი და კომერციული სივრცეები, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე — რეკრეაციული ზონა და ავტოსადგომი

გარდა ამისა, სოფელ ჭაბუკიანში დაგეგმილია საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, გასახდელებს, სველი წერტილებსა და სამეურნეო სათავსოებს

სპორტული ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

დაგეგმილი პროექტები ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მშენებლობისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე განიხილა. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.