მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ნიზამი განჯელის მონუმენტის დაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.
"მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია გმობს ქალაქ მარნეულში XII საუკუნის პოეტის და ჰუმანისტის, აღმოსავლური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელის ნიზამი განჯელის მონუმენტის დაზიანების ფაქტს.
კულტურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია.
აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ საზოგადოებრივ სივრცეებს და კულტურულ ფასეულობებს, მათი მოვლა და დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა!" - ნათქვამია მარნეულის მერიის განცხადებაში.




