მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ელდარ თოდუამ სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მიხეილ მებონიას 100 წლის იუბილე მიულოცეს.
მიხეილ მებონია 1926 წელს დაიბადა, მას 3 შვილი, 6 შვილიშვილი, 6 შვილთაშვილი და 1 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.
„ბატონი მიხეილი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრო ღირსეულად, სიყვარულითა და შრომით. ვამაყობთ, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც მთელი საუკუნის ისტორია გამოიარეს. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, მხნეობას და კიდევ მრავალ წელს საკუთარი ოჯახის გარემოცვაში ბედნიერად ყოფნას“ - აღნიშნა გიორგი ნაჭყებიამ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი პროგრამის ფარგლებში იუბილარს 3 000 ლარს გადაურიცხავს.




