"პატრიარქი იქნება ის, ვისაც სინოდი, რა თქმა უნდა, გამოარჩევს. ბევრი ჩამოყალიბებულია იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს და ეს არის სულიწმიდის გადასაწყვეტი. ამ საქმეში არავის უფლება არ აქვს რომ ჩაერიოს, საერთოდ. ეს გარედან მკითხაობა ზედმეტია. ვისაც მივცემთ ხმას, აუცილებლად იქნება ის და ნებისმიერი იქნება ღირსეული პატრიარქი. ჩვენი პატრიარქი ილიასგან განსხვავებით, მას დასჭირდება ჩვენი თანადგომა და ძალიან მხარში დგომა." - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა,მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა
39 ეპისკოპოსი დავრჩით, ბევრი ვიყავით და 39 ეპისკოპოსი ვართ სინოდში და უნდა შევძლოთ, რომ ერთობა და ერთსულოვნება გვქონდეს და ვემსახუროთ ღმერთს. ჩვენი მსახურება რა არის, ვინ ვართ ჩვენ, ხომ?! ჩვენ არ ვართ რომელიმე ადამიანის მსახური.
ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მერწმუნეთ. მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის დახმარება, არც ოპოზიციის, უფლისგან იქნება ყველაფერი.
ნერვები არ მოიშალოთ, მაგაზე გონება არ დაიბინძუროთ, დაგვაცადეთ და წესიერ არჩევანს მართლა გავაკეთებთ, გაგახარებთ ყველას. ღმერთს გავახარებთ და ყველას გავახარებთ." - თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას.
შეგახსენებთ, წმინდა სინოდის სხდომა 24 აპრილს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება - საპატრიარქომ წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - მომავალ სხდომამდე მმართველმა მღვდელმთავრებმა თავიანთი ეპარქიებიდან წარმოადგინონ გაფართოებული კრების დელეგატთა სრული სია




