"დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე. აქვე იმედს გამოვთქვამ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ, რომ ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი იქნება შექმნილი, რაც უზრუნველყოფს ყველას ჯანმრთელობას. - განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ მედიას წარუდგინა EMA-ს 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია "12 თვის შემდეგ პაციენტებში მოძრაობის უნარის გაუმჯობესების ეფექტი არ დადასტურდა პლაცებოსთან შედარებით. ევროპის წამლის სააგენტომ დიუშენის წამლის რეგისტრაციაზე უარი განაცხადა.
მინდა ვთხოვო ჟურნალისტებსაც. ყველა ეს ინფორმაცია ეყრდნობა აბსოლუტურად ღია და საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს, ოფიციალურ წყაროებს (არა მარკეტინგულებს). გაეცანით ინფორმაციას, ამ წყაროებს და მიაწოდეთ საზოგადოებას სანდო ინფორმაცია. ვიდრე ჯანდაცვის სპეციალისტობაზე პრეტენზიის მქონე რამდენიმე მიკერძოებული ადამიანი ამ თემით იპარაზიტებს ან უკეთეს შემთხვევაში - დილეტანტურად განცხადებას გააკეთებს, გაეცნონ ამ წყაროებს და შემდეგ გააკეთონ ხმამაღალი განცხადებები. - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.






