შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი:  1980 წელს დაბადებული მ.ც. და 1991 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს.

"მათ ბრალი ედებათ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული ადგილიდან, სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ნახევარ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, 100 გრამი ,,კლეფედრონი" და ფსიქოტროპული ნივთიერება ,,კეტამინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.