„წლებია, „ნაცმოძრაობა“ თავისი პარტიის წევრებით, აქტივისტებითა და იმ ტელევიზიებით, რომლებსაც ეკლესიის წინააღმდეგ აგრესიულად ამუშავებდნენ, პატრიარქის წინააღმდეგ აგორებდნენ უბინძურეს კამპანიას. პატრიარქის გარდაცვალების დღეებშიც პირდაპირ ესხმოდნენ თავს მეუფე შიოს, პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს.– ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

" ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ჩვენი სულიერი საყრდენი და უძლიერესი ეკლესია, როგორღაც დაენგრიათ, არეულობა და დაპირისპირება შეეტანათ. თინა ბოკუჩავა და ძმანი მისნი ეკლესიას მოედნად აღიქვამენ. მოედნად, სადაც სურთ, ითამაშონ ჩვენი რწმენით და იმ რელიგიური ღირებულებებით, რომელსაც არცერთ მომენტში არ იცავდნენ, მათ შორის არ იცავდნენ მაშინ, როდესაც ოჯახური ღირებულებების კანონს ვიღებდით. არ იცავდნენ მაშინ, როდესაც ეკლესიას იმ ბინძური კამპანიისგან ვიცავდით, რომელსაც სათავეში თავად ედგნენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს, არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ“.