ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე, გურიის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, შემოქმედელ მიტროპოლიტ მეუფე იოსებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო და სამრევლო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.
ქალაქ ოზურგეთში ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ: 96 ოქროს მედალოსანი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგების მქონე 7 აბიტურიენტი და მათი აღმზრდელი 6 სკოლა.