ქალაქ მარტვილში თელი წოწორიასა და თამარ მეფის ქუჩების დამაკავშირებელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ნაჭყებიამ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ნუგზარ ცანავასთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი 1 500 გრძივ მეტრზე დაიგება. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. პროექტის ღირებულება 670 182 ლარს შეადგენს.

აღნიშნული გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.