როგორც ჩანს, ჯო უილსონმა ახალი ჰონორარი აიღო. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაღაც აქტივობა აჩვენოს, ვინც მას ამ საქმიანობას სთხოვს თუ ავალებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს  განუცხადა.

მისი თქმით, ჯო უილსონს მხოლოდ საკუთარი ინტერესები აწუხებს.

„შემდეგ ამ ყველაფერს რა ბედი ეწევა, ეს ყველაფერი „აქტზე“ ვნახეთ, რომელსაც, რასაკვირველია, მეგობარს ვერ ვუწოდებ. რა თქმა უნდა, ამ ადამიანს მხოლოდ საკუთარი ინტერესები აწუხებს და ასე მოქმედებს. მისი ინტერესები აცდენილია, მათ შორის, ამერიკის ინტერესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლორა თორნტონი მისი მოკავშირე ვერ იქნებოდა. ეს ყველაფერი მის ნამდვილს სახეს აჩვენებს, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს არც ამერიკის და არც საქართველოს ინტერესებთან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ჯო უილსონის ინიციატივით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც „საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის“ მომზადებას ითვალისწინებს.