შემთხვევა ქალაქ კასტრში მოხდა. პოლიციამ 17-დან 42 წლამდე ასაკის ოთხი პირი დააკავა.
კასტრის პროკურორის, ელოდი ბუგელის განცხადებით, ინციდენტი სამშაბათს, დაახლოებით 14:00 საათზე დაიწყო. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება ერთი ოჯახის წევრებს შორის მოხდა.
„ჩხუბი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა. სულ მცირე ორი ტყვია მოხვდა 44 წლის მამაკაცს, რომელიც მიუხედავად სამედიცინო დახმარებისა, საავადმყოფოში საღამოს საათებში გარდაიცვალა“, — აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ამ დროისთვის დაკავებულია ოთხი ეჭვმიტანილი. სამართალდამცავები მომხდარის ზუსტ მოტივებსა და დეტალებს ადგენენ.




